Sunday, April 17, 2016

მეცხრე დღე

მეცხრე დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციები ჩვენ მიერ შექმნილი პროექტებისა. მოვისმინეთ შენიშვნები და ჩავასწორეთ შეცდომები. მივიღეთ შეფასებები. დასრულებული პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე. ჩემი ძლიერი მხარეა პრეზენტაციის სწორად და კარგად წარდგენა.

Sunday, April 10, 2016

მერვე დღე-
გავიხსენეთ შესწავლილი მასალა, ვიმუშავეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულზე,  შევქმენით მოსწავლეებისათვის ხარაჩო ჯგუფური მუშაობისათვის, გავაკეთეთ შაბლონები დიფერენცირებული დავალებებისათვის, ვნახეთ ფასილიტაციის პრეზენტაციები და შევარჩიეთ შაბლონები დიფერენცირებული დავალებებისათვის , ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე. გეეგმის შაბლონში შეფასების სტრატეგიების მიხედვით შევავსეთ გრაფა დროში გაწერილი შეფასების გეგმის. ჩემი ძლიერი მხარეა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება. კითხვები არ გამჩენია

Saturday, April 9, 2016

მეშვიდე დღე

გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, წარვადგინეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრები, ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე, გავაკეთეთ საკუთარი საქმიანობის თვითშეფასება, მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრის შეფასება, გავაკეთეთ რუბრიკები, ვიმუშავეთ კოლაბორაციულ შეფასებაზე, ბავშვის ნამუშევრების შეფასებაზე, გადავწერეთ თანატოლთა შეფასების შაბლონი. ჩემი ძლიერი მხარე იყო მუშაობის სისწორე. სწორად შევასრულე დავალებები. კითხვა გამიჩნდა საშინაო დავალებასთან დაკავშირებით.

Sunday, April 3, 2016

მეექვსე დღე

                                                                   
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, ვიმუშავეთ მეოთხე მოდულზე, მოვირგეთ მოსწავლის როლი,  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი  საპრეზენტაციო პროგრამაში.ჩემი ძლიერი მხარეა, რომ კარგად მოვირგე მოსწავლის როლი. შეკითხვები გამიჩნდა ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით: სად და როგორ მოვიძიო მასალები.

Saturday, April 2, 2016

მეხუთე დღეს გავიმეორეთ წინა მასალები,  ვიმუშავეთ ინდივიდუალურად, განვსაზღვრეთ, რა დავალებებს მივცემდით თითოეულ ჯგუფს, შემდეგ წყვილებში ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ნამუშევარი. მივეცით ერთმანეთს რჩევები. შემდეგ შევაჯამეთ რომელ საქაღალდეში რა მასალა გვქონდა, გადავხედეთ კიდევ ერთხელ ჩვენს საქაღალდეს, გადავამოწმეთ. ჩვენს ბლოგზე დავამატეთ გვერდები, ვიმუშავეთ სურათების ჩასმაზე, განვატავსეთ ისინი და ჩავსვით ახალი ფონი.

Tuesday, March 29, 2016

მეოთხე დღე
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა.
განვსაზღვრეთ მიზნები.
დავუბრუნდით საკვანძო შეკითხვებს და შეფასების სტრატეგიებს.
მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად გამოვიყენეთ მეთოდი:  ვიცი, მინდა ვიცოდე
გავეცანით სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შაბლონს.
ვიმუშავეთ გეგმის შაბლონში.
ვიმუშავეთ შეფასებებზე.
კითხვები მქონდა თემატურ და შინაარსობლივ კითხვებთან დაკავშირებით.

Saturday, March 26, 2016

მესამე დღე

მესამე დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის მოკლე შინაარსი, ვიმუშავეთ სტანდარტებზე და განვსაზღვრეთ მიზანი. მიზნის დადგენაში დაგვეხმარა ბლუმის ტაქსონომია. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ჩემი ძლიერი მხარეა:  მოცემულ საკითხებში გავერკვიე სწორად, შეკითხვები გამიჩნდა ზოგიერთი საკითხის მოძიებაში.