მეოთხე დღე
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა.
განვსაზღვრეთ მიზნები.
დავუბრუნდით საკვანძო შეკითხვებს და შეფასების სტრატეგიებს.
მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად გამოვიყენეთ მეთოდი: ვიცი, მინდა ვიცოდე
გავეცანით სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შაბლონს.
ვიმუშავეთ გეგმის შაბლონში.
ვიმუშავეთ შეფასებებზე.
კითხვები მქონდა თემატურ და შინაარსობლივ კითხვებთან დაკავშირებით.
Tuesday, March 29, 2016
Saturday, March 26, 2016
მესამე დღე
მესამე დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ
პროექტის გეგმის შაბლონში, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის მოკლე შინაარსი, ვიმუშავეთ სტანდარტებზე
და განვსაზღვრეთ მიზანი. მიზნის დადგენაში დაგვეხმარა ბლუმის ტაქსონომია. გავეცანით
მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ჩემი ძლიერი მხარეა: მოცემულ საკითხებში გავერკვიე სწორად, შეკითხვები
გამიჩნდა ზოგიერთი საკითხის მოძიებაში.
Sunday, March 20, 2016
ტრენინგის მეორე დღეს გავიხსენეთ და გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალები. შევქმენით პუბლიკაციის ჩეკლისტი (დამხმარე მასალებში), სადაც ვისაუბრეთ მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის, სკოლის როლზე პროექტის განხორციელების შემთხვევაში. ვისწავლეთ ვიდეო მასალის მოძიება clip arti-დან და მისი გადმოტანა პუბლიკაციაზე(ან საჭიროების შემთხვევაში). ვისწავლეთ აგრეთვე ბლოგზე პოსტის განთავსება.
Subscribe to:
Posts (Atom)